სასწავლო პროექტი: ფოლკლორი- ლექსო, არ დაიკარგები
- პროექტის სახელწოდება: ფოლკლორი-
ლექსო, არ დაიკარგები
- პროექტის მთავარი
იდეა: ქართული ხალხური პროზისა და პოეზიის
ნიმუშების გაცნობა.
- პროექტის აქტუალობა:
გაიცნონ და გაიღრმავონ ცოდნა ქართული ხალხური
ტრადიციების შესახებ.
- პროექტის მიზნები:
უფროსებთან თანამშრომლობითი მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება. მოსწავლეებს შორის ურთიერთობის
გამყარება. სამშობლოს წარსულის პატივისცემა.
- მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
- ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები:
მეტს შეიტყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ, მოისმენენ
ხალხურ ლექსებს და სიმღერებს, კაფიას და შაირს. მოწყობილი ნამუშევრებისა და ფოტოების
გამოფენა ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
- რესურსები: რვეული,
კალამი, წიგნი-„ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები“(ავტორი: გ. ალიბეგაშვილი), ციფრული
აპარატი, ფოტოები,ძველი ნივთები, კომპიუტერი- ინტერნეტი, აუდიო აპარატურა (მუსიკისთვის).
- აქტივობები: ინფორმაციის
მოძიება თემასთან დაკავშირებით წიგნებიდან, ინტერნეტიდან. ინტერვიუ ბებია-პაპასთან
დისკუსიის გამართვა. ძველი ნივთების შეგროვება (ფოტოები,
ჭურჭელი, ხალხური საკრავები, ტანსაცმელი), სტენდებისა და ფოტო ალბომების შექმნა, მასალების
ინტერნეტში განთავსება. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე. მასწავლებლის
მიერ მოსწავლეთა შეფასება რუბრიკის მიხედვით.
- საგნობრივ ჯგუფებთან
კავშირი: ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა.
- პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ყოჩიშვილი.
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ketikochishvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ketikochishvili.blogspot.com/

No comments:
Post a Comment