- პროექტის სახელწოდება: ფოლკლორი- ლექსო, არ დაიკარგები
- პროექტის მთავარი იდეა: ქართული ხალხური პროზისა და პოეზიის ნიმუშების გაცნობა.
- პროექტის აქტუალობა: გაიცნონ და გაიღრმავონ ცოდნა ქართული ხალხური ტრადიციების შესახებ.
- პროექტის მიზნები: უფროსებთან თანამშრომლობითი მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება. მოსწავლეებს შორის ურთიერთობის გამყარება. სამშობლოს წარსულის პატივისცემა.
- მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
- ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: მეტს შეიტყობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ, მოისმენენ ხალხურ ლექსებს და სიმღერებს, კაფიას და შაირს. მოწყობილი ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენა ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს მნახველებს.
- რესურსები: რვეული, კალამი, წიგნი-„ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები“(ავტორი: გ. ალიბეგაშვილი), ციფრული აპარატი, ფოტოები,ძველი ნივთები, კომპიუტერი- ინტერნეტი, აუდიო აპარატურა (მუსიკისთვის).
- აქტივობები: ინფორმაციის მოძიება თემასთან დაკავშირებით წიგნებიდან, ინტერნეტიდან. ინტერვიუ ბებია-პაპასთან დისკუსიის გამართვა. ძველი ნივთების შეგროვება (ფოტოები, ჭურჭელი, ხალხური საკრავები, ტანსაცმელი), სტენდებისა და ფოტო ალბომების შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება. მოსწავლეთა მიერ პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება რუბრიკის მიხედვით.
- საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა.
- პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ყოჩიშვილი.
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ketikochishvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ketikochishvili.blogspot.com/
